weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თითოეულმა აცრილმა კიდევ ერთი ადამიანი რომ დაარწმუნოს, სურათი გაუმჯობესდება – გაბუნია

15:58 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ვაქცინირებული მოქალაქეების როლზე ისაუბრა.  

„დღეს მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული. თითოეულმა ვაქცინირებულმა ადამიანმა რომ იმუშაოს კიდევ ერთ ადამიანთან იმისთვის, რომ დაარწმუნოს ის ვაქცინაციის აუცილებლობაში, ამით ჩვენი ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე ეპიდემიები არცერთ ქვეყანაში არ დამთავრებულა და ვერც ეს დასრულდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციასთან მიმართებაში ტერმინის „სავალდებულო“ გამოყენება „კონცეპტუალურად არასწორი და არაეთიკურია“.

„საინფორმაციო კამპანია უნდა გაგრძელდეს და ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურად“, – აღნიშნა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 1 986 729 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია. გუშინ, 2 ნოემბერს მხოლოდ 3868 ადამიანი აიცრა.

 

ამ თემაზე:

ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება – გაბუნია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]